ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სასტუმროებში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 29.06.2016
ნანახია: 1438

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით გადაყვანილია ქ. სტამბოლის სასტუმროებში, ამათგან დაახლოებით 60 მგზავრს საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სასტუმროს ხარჯებს.

მგზავრთა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა ავიარეისების აღდგენას თბილისის მიმართულებით და გადაწყვიტა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამომგზავრება, რაშიც საკონსულომ ასევე აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე