„პსპ“ შეძენილი ყურძნით კონიაკს „Russian Embargo“ ჩამოასხამს

საქართველო, თბილისი - 14:09 | 12.10.2015
ნანახია: 1712

 

„პსპ“-მ სექტემბერში კახელი მევენახეებისგან 305 ტონა ყურძენი შეიძინა.  გადამუშავების  შედეგად სპირტი დამზადდება, რომელიც მუხის კასრებში განთავსდება. ამ სპირტით 12 წლიანი დაძველების კონიაკი დადგება, რომელიც ბრენდად „Russian Embargo” ჩამოისხმება.

ამ ტრადიციას 2006-07 წლებში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დადებული ემბარგოს გამო, „პსპ“-მ ქართული მევენახეების მხარდაჭერის მიზნით, 2006 წელს 100 ტონა, ხოლო 2007 წელს 150 ტონა ყურძენი შეიძინა. გადამუშავების შედეგად მიღებული საკონიაკე სპირტი მუხის კასრებში მოთავსდა დასაძველებლად და 2018 წელს 12 წლიანი დაძველების კონიაკის „Russian Embargo“-ს სახელწოდებით ჩამოისხმება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე