შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 28.06.2016
ნანახია: 2070

შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებოდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, ხიზანიშვილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამტყუნდა და წელიწადნახევარი მიესაჯა. გაფლანგვის მუხლში კი გამართლდა.

ხიზანიშვილი წინა წლებში შშს-ს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. იყო გიგი უგულავას მოადგილე და შს ადმინისტრაციის უფროსი. ის გირაოთი იყო გათავისულფებული. 

სასამართლოში  2012 წლის არჩევნებამდე, ”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე გადაწყვტილება დღეს გამოცხადდა.  

ბრალდებულებს, კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ვაჟა ლელუაშვილს 3-წლიანი პატიმრობა,  ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე