საგადასახადო სამართალდარღვევის 767 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 18:03 | 27.06.2016
ნანახია: 1396

2016 წლის 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლისღონისძიების შედეგად,საგადასახადო სამართალდარღვევის 767 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7,773 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 60 შემთხვევა;ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 145 ფაქტი;ასევე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 562 შემთხვევა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე