"15-16 წლის ქართველი გოგონები, თურქების და ათასი ჩამოთესლ..ს ხასები გახდნენ" - მიშა გომიაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:40 | 27.06.2016 ნანახია: 48304მსახიობი მიშა გომიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"არ ვიცი.... გნებავთ ღია წერილი დაარქვით, გნებავთ დახურული ელვა დეპეშა... ეს ჩემი წუხილი და სატკივარია და დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემი. ეს ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის ტკივილია.... ეს სამყაროს დასასრულის ან დასაწყისია ან კიდევ უარესი, დასასრულის ბოლო ეტაპია..... მავანს და მავანს ჰგონია, რომ აპოკალიფსი ერთ მშვენიერ დღეს 13-სთ და 47-წთ-ზე დაიწყება. ეს ასე არ არის. ჩვენს ქვეყანაში აპოკალიფსი დიდი ხანია დაწყებულია... გადაყევით ერთმანეთის ჭამას, ქიშპობას, საარჩევნო კამპანიებს..... რა გინდათ? ვისი მეთაურები გინდათ გახდეთ? არაქართველების? უცხო ტომის? გადამთიელებმა რასაც საუკუნეების მანძილზე ხმლით და ომით ვერ მიაღწიეს, ახლა სხვა გზა გამონახეს, სხვანაირედ ,,გვიშვებიან“ ყოველგვარი ხმლის და ომის გარეშე..... ქართველი სტუმრთმოყვარე ერია, მაგრამ სამწუხაროდ ზოგბა ეს სტუმართმოყვარეობა ბოროტად გამოიყენა და იქამდე მივედით, რომ საკუთარ ქალაქში თვითონ ვიქეცით სტუმრებად... ასე რამ დაგაბრმავათ? მარტო მე ვამჩნევ და ვხედავ რაც ჩვენს ქალაქში ხდება? 15-16-17 წლის ქართველი გოგონები, ქართული გენოფონდი, რომლებიც დედები უნდა გახდნენ და საქართველოს შვილები გაუჩინონ, თურქების, ირანელების და კიდევ ათასი ჩამოთესლილის ხასები გახდნენ. მარტო მე ვხედავ ამას მთელ ქალაქი ბორდელებით რომ გაივსო? რა ხდება...... ნუთუ ჩვენი ქალაქის მესვეურები ამას ვერ ამჩნევენ? იქნებ ფეხებზე გკიდიათ? ან იქნებ წილში ზიხართ და თვალები გენაბებათ? .... ძალიან არ მინდა ასე ვიფიქრო! არაფრით არ მინდა! მაგრამ ფაქტი ჯიუტია!
ქართველ კაცს ქუჩაში ლუდის დალევისთვის 200 ლარიან ჯარიმას რომ უწერთ და ერთი მასტირკა პლანის მოწევაზე ციხეზე უშვებთ.... ამას კანონი მოითხოვს! და თუ ქართველ ახალგაზრდა გოგონებს გადამთიელები გვიბახებენ ეს კანონიერია ხომ....? მაინც და მაინც სახლებში უნდა შემოგივარდნენ და ცოლ-შვილი გაგიბახონ, რომ ერთი ადგილი გაანძრიოთ? როგორც ჩანს თქვენთვის მთავარია გახდეთ მინისტრები, დეპუტატები, პრემიერები, პრეზიდენტები და რა ქვეყნისა იქნებით არ გაინტერესებთ...... და საქართველო, რომ საქართველო აღარ იქნება......
არ გემუქრებით, ღმერთმა დამიფაროს, მე მხოლო ჩემი ქვეყნის სიყვარული მალაპარაკებს..... უბრალოდ გაფრთხილებთ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, გონს მოეგეთ! და გთხოვთ, მიხედეთ ამ პრობლემას, თან ძალიან მალე! ეს დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რისთვისაც თქვენ ,,იბრძვით“, ერთმანეთს ლაფს ასხავთ, ნაცები, ქოცები და კიდევ ათასი რამ.... ვინ მოიგონა ეს იდიოტობა? ჩვენ ხომ ქართველები ვართ! მოვეფეროთ და მოვუაროთ ჩვენს საქართველოს! რისთვის გინდათ ეს მოგება და გამარჯვება? ჯიბეები რომ დაისუქოთ და მერე აქედან დაახვიოთ?... და ვის უტოვებთ ქვეყანას? ამათ? ამ გადამთიელებს?..... უკან დაგრჩებათ თქვენი ადგილებიც და ყველაფერიც. გონს მოეგეთ! ეს ჩემი თხოვნაც არის და გაფრთხილებაც. ჩემნაირად ძალიან ბევრი ქართველი ფიქრობს და არა მარტო ქართველი, არამედ აქ მაცხოვრებელი სხვა ეროვნების წარმომადგენელიც. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ავიღოთ ჩვენს თავზე ამ პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა, მაშინ ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი და პირველ რიგში თქვენთვის. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ისტორიულად ქართველი კაცის გენეტიკური მოვალეობაა მანდილოსნის დაცვა და გაფრთხილება, რამეთუ ის მომავალი ქართველი დედაა!", - წერს მიშა გომიაშვილი.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა