სტამბოლში გეი-აღლუმის დარბევის დროს ორი გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 27.06.2016
ნანახია: 1601

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გეი-აღლუმი ცრემლსადენი გაზით დაშალა. აქციის დროს დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი გერმანელი პოლიტიკოსი - ევროპარლამენტის დეპუტატი, მწვანეთა პარტიის წევრი ტერი რეინტკესი და ბუნდესტაგის წევრი ვოლკერ ბეკია. გერმანელი პოლიტიკოსები მალევე გაათავისუფლეს.

სტამბოლში გამართული გეი-აღლუმი არასანქცირებული იყო. ქალაქის მთავრობამ ლგბტ-აქტივისტებს მსვლელობის ჩატარების უფლება შესაძლო თავდასხმების მიზეზით არ მისცა. გასულ კვირას თურქეთში მოქმედმა ერთ-ერთმა ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ჩაშლის გეი-აღლუმს, თუ ხელისუფლება არ აკრძალავს მსვლელობას.

სტამბოლში ლგბტ-აღლუმი ყოველწლიურად  2005 წლიდან მშვიდ ვითარებაში იმართებოდა. პირველად პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით 2015 წელს დაშალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე