ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 12.10.2015
ნანახია: 1752

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწეს საერთაშორისო საკითხებში, რამინ თოლუის (Ramin Toloui).

ფინანსთა მინისტრმა კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პროცესები და დაგეგმილი ღონისძიებები.

 როგორც შეხვედრაზე რამინ თოლუიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე