„ოქროს ტალღა 2015“ სიმღერა „ნამის ველს“ გახდა
საქართველო, თბილისი - 13:15 | 24.06.2016 ნანახია: 1626წლის სიმღერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“ სიმღერა „ნამის ველს“ გახდა ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე). დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე), წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი), წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ ( „პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური), წლის ჯგუფი 33 ა ( „ნამი ველს“, კომპოზიტორი და ტექსტი ნიაზ დიასამიძის), წლის ანსამბლი „ქართული ხმების“ კვარტეტი სიმღერით „დავდივარ და დაგეძებ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნანა მესხი), წლის პოპ-სიმღერა „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი, ტექსტი მანანა სიამაშვილი), წლის ქალაქური სიმღერა ოთარ რამიშვილის სიმღერა „თბილისი“ გიო ხუციშვილის შესრულებით, წლის დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა ჯგუფ „სტუმრები“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ურმული“ (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე). რაც შეეხება რადიოსადგურების რჩეულებს, რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა ლელა წურწუმია სიმღერით „თურმე სიყვარულს არ აქვს დრო“ (კომპოზიტორი დათო არჩვაძე, ტექსტი ირინა სანიკიძის), რადიო „ფორტუნა პლიუსის“ – „მასტერი“, სიმღერით „პრეზიდენტი - მასტერი და აბი“ (კომპოზიტორი და ტექსტი მასტერის), „ავტორადიოს“ რჩეული დათო ხუჯაძე & Goofy Land – „ჩემო გოგო“ (სიმღერა და ტექსტი: ხალხური / ინტერპრეტაცია: დათო ხუჯაძე), რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული კი „შვიდკაცა“ სიმღერით „მხოლოდ ერთხელ“ (კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი არჩილ სულაკაურის). საკუთარი რჩეული გამოავლინა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“, რომელმაც ეს ჯილდო გადაეცა სიმღერას „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით. ინტერნეტ-გამოკითხვით გამოვლინდა ხალხის რჩეული, რომელიც სოსო მიქელაძეს გადაეცა სიმღერისთვის „ მე და შენ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი სოსო მიქელაძე).
რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა მერაბ სეფაშვილი, ჯილდო ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის გარეთ გადაეცა თამარ გვერდწითელსა და ბუბა კიკაბიძეს.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული „ოქროს ტალღის“ ქანდაკება, წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს კი რადიოჰოლდინგმა პრიზთან ერთად ფულადი ჯილდო 5000 ლარი გადასცა.
გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ესენია: მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ვაჟა აზარაშვილი, ზაზა შენგელია, დავით იმედაშვილი, ლანა ქუთათელაძე, დუტა სხირტლაძე, გვანცა კილასონია, ზურა გაჩეჩილაძე (შონზო), ანრი ჯოხაძე.
ხალხის რჩეული ინტერნეტ-გამოკითხვით დასახელდა, რადიოსადგურებმა კი საკუთარი რჩეულები დაასახელეს.
მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“დააფუძნა, უკვე მესამედ ჩატარდა. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით - „განა, ყველა ქალი ქალია“.
წლის სიმღერის კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა