25 ივნისს, თბილისში, თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 11:47 | 24.06.2016
ნანახია: 2107

25 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ ატარებს თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტს, რომელზეც გაჟღერდება ცნობილი მომღერლის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ძველი და ახალი სიმღერები. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

თამარ გვერდწითელთან ერთად საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. საღამოს რეჟისორი ზაზა ორაშვილი, პროდიუსერი რეზი ახრახაძე.

კონცერტი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მე-II-ის ინიციატივას დაარსდეს თავშესაფარი და გაეწიოთ დახმარება მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს, რომლებიც ხდებიან სრულწლოვანები და მათზე არანაირი სოციალური პროგრამა აღარ ვრცელდება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ამ წამოწყებას.

ბილეთები იყიდება თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროში და ვებ გვერდზე www.tkt.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე