აჭარაში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოყვანის თემაზე "მაშავის"ტრენინგი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:58 | 12.10.2015
ნანახია: 1738

ქობულეთში სათბურში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოყვანის თემაზე "მაშავის"ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი აჭარის აგრო–სერვის ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება, რომელიც ისრაელში ცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძისა და ისრაელის ელჩის აჭარაში ვიზიტის გაგრძელებაა.

"მაშავის" ექსპერტები, გილად მერეკი და რიკი ოფენბახი ქობულეთში მიმდინარე კვირას დარჩებიან და ადგილობრივ ფერმერებსა და ექსპერტებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ‘

პროგრამის მიზანია, გააფართოვოს საქართველოს პოტენციალი სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ღია გრუნტსა თუ სათბურებში ბოსტნეულის მოყვანის სფეროში.

წელს ეს "მაშავის" რიგით მეექვსე ტრენინგია საქართველოში და პირველი – აჭარაში.

პარალელურად, ისრაელის საელჩომ საქართველოში აგრო–სერვის ცენტრის წარმომადგენლები და ისრაელის კომპანიები დააკავშირა ერთმანეთს. ერთ–ერთი ასეთი კომპანიის მიერ ორგანიზებული სემინარი მეთევზეობაში უკვე ჩატარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე