მზიურში, ხევსურული საღამო - „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება.

საქართველო, თბილისი - 10:13 | 24.06.2016
ნანახია: 1548

26 ივნისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს, გაიმართება.

საღამოში მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს. 

ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!

დასწრება თავისუფალია

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე