დღეს „ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 10:05 | 24.06.2016 ნანახია: 159524 ივნისს, 16:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის „ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზებს გადასცემენ გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი ჰელენა სანჩო.
კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი დაჯილდოვდება პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, მოკლევადიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარონ საჯარო უწყებებსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს აღნიშნავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები. კონკურსის მონაწილეებმა ახლებურად გაიაზრეს ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.
საკონკურსო თემებზე - „ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში“, „პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“, „ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე“ და “ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ - 34 ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც ორი სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და რუსთველოლოგთა საზოგადოების ერთობლივმა ჟიურიმ შეაფასა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის ხედვა კონტექსტში, ანალიზი და არგუმენტირება და წერის კულტურა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა