წყალტუბოში ისრაელის მიერ დაფინანსებული სადემონსტრაციო სათბური გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:48 | 12.10.2015
ნანახია: 2961

 

წყალტუბოში, კომპანია "ნეტაფიმთან" თანამშრომლობის შედეგად ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული სადემონსტრაციო სათბური გაიხსნება.

როგორც საელჩოში განმარტავენ, წყალტუბოს რაიონის ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, 500კვ/მ-იანი სათბური “შპს ჰერბია”-ს სადემონსტრაციოდ გადაეცა.

საელჩოში აცხადებენ, რომ ეს გრანტი სასათბურე გვირაბებისა და ირიგაციის სფეროში ისრაელის საელჩოსა და "ნეტაფიმის" ხანგრძლივი  თანამშრომლობის შედეგია.

პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა  და ისრაელიდან ექსპერტიზის გზით რეგიონში აგრობიზნესის განვითარება და საქართველოში სოფლის მეურნეობის დონის ამაღლება.

“შპს ჰერბია” და კომპანია „ნეტაფიმი“ მომავლშიც ითანამშრომლებენ ადგილობრივი ფერმერების კვალიფიკაციის ასამაღლებლად 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იმერეთში და მიმდებარე ტერიტორია უმნიშვნელვანესია მწვანილის წარმოებაში. ამ რეგიონის კლიმატური პირობები, ზამთრის პერიოდშიც კი გათბობის გარეშე, მაღალი ხარისხის ქორფა მწვანილის წარმოების საშუალებას იძლევა, რაც პროდუქციის წარმოების ხარჯის 70%-ს დაზოგავს. მწვანილის მაღალი ხარისხი და წარმოების დაბალი ხარჯები  ზრდის ადგილობრივ პროდუქციის კონკურენტუნარიანობას   საქართველოსა და რეგიონულ ბაზარზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე