თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 18:51 | 23.06.2016
ნანახია: 1202

24 ივნისს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ყრუ ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა იქნება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), სახალხო დამცველის ოფისის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე