გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ შვილს ხელი ცხვირზეც ააფარა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 23.06.2016
ნანახია: 1309

გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ შვილს ხელი ცხვირზეც ააფარა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა. დღეს მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი მოწმის სახით დაიკითხა, რომელმაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ მოხდა პაპიძისთვის ბრალის წაყენება უმძიმესი მუხლით.

"თუ ბავშვის გაჩერება გინდა მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი - პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო. მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა -მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს , გადავაფარო "სიდენიებს" პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან შვილი დასთან ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა",-განაცხადა ნათელაშვილმა, რომლის დაკითხვაც მეორე დღეა მიმდინარეობს.

პაპიძე დღევანდელ პროცესზე მისი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას უნდა სასამართლო პროცესები საჯარო იყოს, რადგან დასამალი არაფერი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე