კორცხელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 23.06.2016
ნანახია: 1427

ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, დაუდგენელმა პირებმა ზურაბ ხასია სავარუდოდ, სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. დაჭირილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ზურაბ ხასაია კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდბეობიდან ორი თვის წინ გაათავისუფლეს, თუმცა მან თანამდებობაზე აღდგენის მიზნით საქალაქო სასმართლოს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე