სახელმწიფო სტრუქტურებმა “საქართველოს ფოსტას” კორესპონდეციისათვის 978 610,24 ლარი გადაუხადეს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 12.10.2015
ნანახია: 1603

სახელმწიფო სტრუქტურებმა 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის ივნისის მდგომარეობით კორესპონდეციასთან დაკავშირებით, “საქართველოს ფოსტის” მომსახურებაში 978 610,24 ლარი, ხოლო საბეჭდ ქაღალდში - 524 236 ლარი გადაიხადეს.

როგორც „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული,მიღებული და გაცემული წერილები დაახლოებით 96% წერილობითი ფორმითაა, ხოლო ელექტრონული - 4 %.

„ორგანიზაციამ საჯარო კვლევის ფარგლებში ინფორმაცია გამოითხოვა ყველა სამინისტროდან და რამდენი საჯარო უწყებიდან, თუმცა სრული პასუხი ყველა უწყებიდან არ მიგვიღია. კვლევაში არსებულ მონაცემებთან განსხვავებით სრული მონაცემები გაცილებით მასშტაბურია.

ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შესაძლებელია გარკვეული რეფორმის გადატება, ერთიანი ელექტრონული სისტემის შემუშავება, რაც წერილის მიღებისა და გაცემის წესს გაამარტივებს, საგრძნობლად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე და რაც ყველაზე მთავარია, მოცემული სიკეთე მკვეთრად გაამარტივებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობებსა და მის გაცემის საშუალებას, რაც მეტად ეფექტურს გახდის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მოქალაქეების საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოში არსებული ბდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროა გატარდეს გარკვეული რეფორმა, რომელიც სიკეთის მომტანი იქნება სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის და გაამარტივებს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას”, - აცხადებენ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში”.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე