გიორგი მღებრიშვილი: დარწმუნებული ვარ, საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს პროკურატურას კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის

საქართველო, თბილისი - 12:30 | 23.06.2016
ნანახია: 1361

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის სერიოზული არგუმენტები არსებობს.

,,პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი ექნება იმის შესახებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდებოდა. ვფიქრობ, სერიოზული არგუმენტებია საქმეში იმისთვის, რომ საქმე შეწყვეტილიყო," - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. 

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაასრულა გამოძიება.  ამის შესახებ საგამოძიებო ორგანის მიერ ოფიციალურად გუშინ გახდა ცნობილი. 

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე