დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:49 | 23.06.2016
ნანახია: 1364

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადატანის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, რამინ ნაბიევი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საზღვრის კვეთის დროს ცდილობდა უკანონოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კონტრაბანდული ოქროს ზოდები და უმაღლესი სინჯის ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 55 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე