შსს-მ 117 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო

საქართველო, თბილისი - 09:54 | 23.06.2016
ნანახია: 1350

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,    განსაკუთრებით

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული გაიოზ ნ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 117 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 46,1577 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გაიოზ ნ-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის

მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე