ნაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე შესაძლოა გაიზარდოს

საქართველო, თბილისი - 10:02 | 22.06.2016
ნანახია: 1679

ნაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე შესაძლოა გაიზარდოს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით ნაფიც მსაჯულად შეიძლება შეირჩეს გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრიც. ცვლილებებს მხარს არ უჭერენ რესპუბლიკელები.

კანონპროექტი ოპოზიციისთვისაც მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად წრის გაფართოება და პროფესიების დამატება. 

მათი შეფასებით, ამ ადამიანებმა თანამდებობრივი სტატუსით და ცოდნით შესაძლოა გავლენა მოახდინონ სხვა მსაჯულების გადაწყვეტილებაზე, რაც საბოლოოდ, ვერდიქტზეც აისახება.

უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ პროფესიის მიუხედავად, ამ ადამიანებსაც უნდა მიეცეთ ნაფიც მსაჯულად ყოფნის უფლება.

„არ უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის პროფესიის მიხედვით, იმ უფლებების შეჩერება, რაც ზოგადად მისაღებია ყველასთვის,“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, დღეს პირველი მოსმენით განიხილება.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე