მამაკაცმა ყოფილი მეუღლის მკვლელობა სასაფლაოზე სცადა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 22.06.2016
ნანახია: 1344

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ა.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებულმა ა. ტ.-მ ყოფილი მეუღლე ნ.ტ. მოტყუებით, მათი გარდაცვლილი საერთო ნაცნობის ოჯახისთვის მისამძიმრების მიზეზით მიიყვანა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ყოროლისთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე და განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩაქუჩის გამოყენებით თავისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები, შემდეგ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვა და მიიმალა. ნ. ტ. 2016 წლის 11 ივნისს დილის საათებში შემთხვევის ადგილზე იპოვეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ის გადარჩა.

ა. ტ. -ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე