ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი 18-25 სექტემბერს ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 18:02 | 21.06.2016 ნანახია: 1678
22 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. მედიასა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამასა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, 18-25 სექტემბერს ჩატარდება.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდება 2016 წლის კინოფესტივალის პროგრამის ძირითადი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები, ამასთან, BIAFF-ის სავარაუდო სტუმრების ვინაობა და ჟიურის შემადგენლობა. გაჟღერდება ინფორმაცია BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.
BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებს, მათ შორის:
საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი;
დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი;
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი;
„ქართული პანორამა”;
დიდოსტატთა კოლექცია;
„შექსპირი კინოში” - უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია;
ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია;
რეტროსპექტივები.
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.
ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”;
ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია;
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites”;
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა”;
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com);
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა