ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 21.06.2016
ნანახია: 1698

23 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება.

 პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და  თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.

 24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

 სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად  ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება.

 თითოეული სტუმარი საჩუქრად მიიღებს პირველი მონეტის ასლს. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.

 პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, „გამომცემლობა პალიტრა L“-ისა და ,,კვირის პალიტრის’’ მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი .

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე