მეცნიერებმა გამოარკვიეს, ვის ემუქრება კანის კიბო

საქართველო, თბილისი - 12:35 | 11.10.2015
ნანახია: 3389

ავსტრალიელი მეცნიერების კვლევები საშუალებას იძლევა, შეირჩეს მოსახლეობის კატეგორია, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ისეთი დაავადების მხრივ, როგორიცაა კანის კიბო.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე სახიფათოა არა მზის გამოსხივება, არამედ მზის სხივების უკუფენა. ანუ უბრალოდ ნამზეური და სოლარიუმში სიარული აკრძალული არ არის, განსაკუთრებით თუ თქვენ ბოროტად არ გამოიყენებთ ამ პროცედურას. მოაგარაკეებს ასევე შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან ისინი უშუალოდ მიწაზე მუშაობენ და აქ სხივების უკუფენა არ ხდება.

ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას ურჩევენ ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორიცაა: მოვაჭრეები (მზის სხივი უკუიფინება დახლიდან, ასფალტიდან) მშენებლები და მხურავები (სახიფათო ფაქტორი _ ხანგრძლივი ყოფნა გახურებულ სახურავზე, მშენებარე კედელთან ახლოს), მაშველები (სამუშაო წყალსატევთან ახლოს, ხოლო წყალი სხივის კარგი უკუმფენია), მძღოლები (მუშაობა მანქანის ფანჯრის მიღმა). ეს ადამიანები დამცავი საშუალებებითაც კი ვერ შეძლებენ თავიდან აიცილონ მზის ჭარბი გამოსხივების საშიში ზემოქმედება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე