„დედამ თავისი 2 შვილი უბსკრულში მოისროლა“ - რა ისტორიას იხსნებეს რობერტ სტურუა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 21.06.2016
ნანახია: 2107

თბილისი შემზარავმა ამბავმა შეაძრწუნა - რეჟისორმა რობერტ სტურუამ წლების წინ მომხდარი პატარა ამბავი გაიხსენა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მედეა2

სტუდენტი ვიყავი, როცა თბილისი შემზარავმა ამბავმა შეაძრწუნა. ერთმა ქალმა (გვარიც კი მახსოვს, სადაც მუშაობდა - ისიც).
ახალგაზრდა დედამ, როცა შეიტყო, რომ მეუღლეს ვიღაც ქალი შეუყვარდა და ოჯახის მიტოვებას აპირებს, თავისი ორი შვილი - გოგო და ბიჭი - ნარიყალას ხეივანზე, ვითომ სასეირნოდ აიყვანა და უბსკრულში ჯერ ბიჭი მოისროლა და მერე ქალიშვილი. მაგრამ გოგონა ხის ტოტებში გაიხლართა.
მაშინ დედა ისე გადახტა, რომ დაცემის დროს ქალიშვილიც ჩაეთრია. ეს ამბავი სწორედ იმ უბედურმა გოგონამ უამბო ხალხს.
და ყველაზე საწყენი - მსგავს ბოროთმოქმედებას მსოფლიო ფსიქიატრებმა "მედეას სინდრომი" უწოდეს.
ო, ბათუმო!", - წერს რობერ სტურუა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე