"არ გრცხვენიათ?! თამამად ვამბობ - ეს ხალხის შეურაცხყოფაა!" - ვის მიმართავს თამრიკო ჭოხონელიძე

საქართველო, თბილისი - 12:28 | 21.06.2016
ნანახია: 1672

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალურ ტურში ყველაზე ნაკლები ხმა ჯანო იზორიამ მიიღო და შესაბამისად, მეწყვილე კარინა ლისენკოსთან ერთად დატოვა პროექტი.
სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილებააზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ხალხის კრიტიკაც დაიმსახურა. ერთ-ერთი მათგანია მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

„ეს რა იკადრეს, არ გრცხვენიათ?! ჯანო როგორ არ გადავიდა ფინალში?! ეს ხომ უსამართლობაა და თანაც, ძალიან დიდი! მე შარშან მარიამთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითქვამს, თუმცა დიდზე დიდი უნამუსობა იყო! დიდი უსამართლობა იყო!!! დღეს თამამად ვამბობ - ეს ხალხის შეურაცხყოფაა! ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა თავისი ცეკვით, დიდი შრომით და რაც მთავარია თავისი კეთილშობილებით ფინალში ყოფნას... რა გაუკეთეს! ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში!!! აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება, როდემდე?" დიდი უსამართლობა ხდება! ვერავით დამიმტკიცებს, რომ იქ სამართლიანად მიდის ყველაფერი!", - წერს თამრიკო ჭოხონელიძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე