უძილო ღამე თავში ჩარტყმას შეადარეს

საქართველო, თბილისი - 18:26 | 21.09.2015
ნანახია: 2263

უძილო ღამე შეიძლება ტვინის შერყევას შეადარო. ორივე შემთხვევაში სისხლში იზრდება ქიმიური ნივთიერებების დონე, რომელიც დამახასიათებელია თავის ტრავმისთვის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი მეცნიერები.

უპსალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოხალისეებს, რომელთაც უძილო ღამე გაატარეს, სისხლის ანალიზი აუღეს. აღმოჩნდა, რომ NSE და S-100B ნივთიერების დონე გაზრდილი იყო, რაც, ასევე, წარმოადგენს თავის ტრავმის _ ტვინის შერყევის მაჩვენებელს. თუმცა, მატება არცთუ მაღალია, როგორც თავში ჩარტყმის შემდეგ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი.

ადრე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძილის დროს ტვინი დღის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინებისგან იწმინდება. თავის მხრივ, ეს ტოქსინები გავლენას ახდენს NSE და S-100B დონის ზრდაზე, რაც ხელს უწყობს ტვინის ქსოვილის დაკარგვას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე