პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე ძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:21 | 21.06.2016
ნანახია: 1256

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ფაქტს. 

როგორც ცნობილია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. 

როგორც ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, ევრო სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი გახდა, რომელზეც გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარი დაკავება გამოყენებული იქნა სხვა ფარული ზრახვებისთვის, კერძოდ კი ბრალდებულზე მორალური ზეწოლის მოსახდენად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე