დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 21.06.2016
ნანახია: 1206

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საერთო ჯამში, ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“   ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე