მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ახლობლების ფიზიკურ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 20.06.2016
ნანახია: 1588

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქაფიაშვილებისა და პაპიძის ახლობლებს შორის. დაპირისპირება ორჯერ მოხად. როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას , დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა.

ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.

ქაფიაშვილის ახლობლები დაპირისპირების პროვოცირებაში მაგდა პაპიძის დედას და დას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა. საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული.

ქაფიაშვილისა და პაპიძის ახლობლებს შორის დაპირისპირება დილით, სასამართლო პროცესის დაწყებამდეც მოხდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 9 მოწმე წარადგინა. ჩვენება მისცა გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის ძმამ მალხაზ ქაფიაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე