ჩხუბი სასამართლოს საპირპარეშოში - მაგდა პაპიძის დედა მოკლულ ომარ ქაფიაშვილის დედას ფიზიკურად გაუსწორდა

საქართველო, თბილისი - 13:44 | 20.06.2016
ნანახია: 2404

კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქაფიაშვილებისა და პაპიძის ახლობლებს შორის. როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა.

ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.

ქაფიაშვილის ახლობლები დაპირისპირების პროვოცირებაში მაგდა პაპიძის დედას და დას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა. საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული.

ქაფიაშვილისა და პაპიძის ახლობლებს შორის დაპირისპირება დილით, სასამართლო პროცესის დაწყებამდეც მოხდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 9 მოწმე წარადგინა.

ჩვენება მისცა გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის ძმამ მალხაზ ქაფიაშვილმა. როგორც დაკითხვისას მან აღნიშნა, ომარ ქაფიაშვილი, სავარაუდოდ, ეჭვობდა, რომ მაგდა პაპიძეს სხვა მამაკაცი ჰყავდა და ამიტომ ბავშვის ნათლიას სთხოვა თუ შეძლებდა სადმე სატელეფონო ზარებისა და სმს-ების ამონაწერის გაკეთებას. მალხაზ ქაფიაშვილმა ასევე მომხდარი ტრაგედიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, ძმისა და ძმიშვილის გარდაცვალების შესახებ მან თურქეთში ყოფნისას შეიტყო და საქართველოში მომხდარიდან სამ დღეში დაბრუნდა

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე