სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს
საქართველო, თბილისი - 13:21 | 20.06.2016 ნანახია: 1425სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, მას ცენტრის ადმინისტრაციისა და თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ცილისწამებად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
18 ივნისს, გადაცემა „ბიზნესკურიერის“ ეთერით ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, „არამიანცის“ ტერიტორიაზე განლაგებულ კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ცენტრის მიერ ამოღებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ სატელევიზიო ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე, ანზორ მელია შეხვდა ცენტრის დირექტორს, თავად გაეცნო ამ მონაცემებს და არანაირი პრეტენზია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ არ გამოუთქვამს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.შესაბამისად, „ბიზნესკურიერში“ გასულირეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე, რაც პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „უმოქმედო“ უწოდა, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდებები. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.
ბუნებრივია, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ცენტრმა შეძლო დადანერგა ძალიან საინტერესო,მნიშვნელოვანი პროგრამები.შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი და ისინი წინასაარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას.
მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, კერძოდ: ცენტრი „ბიზნესკურიერის“ გუნდს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში წარმოადგინოს კორუფციული სქემებისა და გარიგებების დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამოცენტრი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
რაც შეეხება ანზორ მელიას, ცენტრის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც უახლოეს საათებში შევა სასამართლოში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა