მაგდა პაპიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარეს 9 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 11:38 | 20.06.2016
ნანახია: 1494

მაგდა პაპიძის პროცესზე დღეს, ბრალდების მხარეს 9 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი და ბრალდებულ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე. 
სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოში ბრალდებულის და, ლანა პაპიძე და დედა ლია შამუგია ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მცირე ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მანდატურებმა ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. 
გამოძიების ვერსიით, მაგდა პაპიძემ მეუღლე და შვილი ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მოკლა. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე