,,რუსთავი 2“ -ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.06.2016
ნანახია: 2601

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილთან ინტერვიუს დროს, ისინი უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ფიქრობს, რომ ცემასთან ერთად, სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელსშეშლაც, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე