გინეკოლოგი: მაგდა პაპიძე 2-3 კვირის ორსული იყო

საქართველო, თბილისი - 18:30 | 17.06.2016
ნანახია: 3553

ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგ ნატა ფირცხალავას ინფორმაციით, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დაკავების დროს ორსულად იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, მაგდა პაპიძე თავდაპირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გაისინჯა და 2-3 კვირის ორსულობა დაუდგინდა, ხოლო 26 დეკემბერს განმეორებითი გასინჯვის დროს ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო.
,,ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდა. მიზეზს ვერ გეტყვით, თუ რატომ შეწყდა ორსულობა. მაგდა პაპიძემ თავად იცოდა, რომ იყო ორსულად და აინტერესებდა, ვითარდებოდა თუ არა ეს ორსულობა“, - განაცხადა გინეკოლოგმა და დასძინა, რომ გასინჯვის დროს პაპიძეს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე