ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 18:23 | 17.06.2016
ნანახია: 1363

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, შუადღის საათებში, გ.ბ-მ სამსახურში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს მ.კ-ს და ურთიერთობის გარკვევის მოტივით ჩაისვა ავტომანქანაში. გ.ბ.-მ   ქ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩიდან - კეკელიძის ქუჩამდე და თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას მ.კ.-ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სასამართლომ გ. ბ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე