ხოსე კარერასი ქუთაისშია

საქართველო, თბილისი - 18:20 | 17.06.2016
ნანახია: 1976

მომღერალი ხოსე კარერასი უკვე საქართველოშია. ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი 18 ივნისს ქუთაისში გაიმართება. 
კონცერტს დავიდ ხიმენეს კარერასი უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. დირიჟორმა ერთ-ერთი მთავარი რეპეტიცია თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან უკვე გაიარა. ცნობილ ტენორთან ერთად ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია ცნობილ საოპერო არიებს შეასრულებს.
ხოსე კარერასის კონცერტი პროექტ chek in Georgia-ს ფარგლებში იმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე