სიღნაღში „ფრანისა“ და „ნიკოლშოუს“ კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:00 | 17.06.2016
ნანახია: 1860

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. 18 ივნისს, 19:00 საათზე, სიღნაღში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე) გაიმართება „ფრანის” და „ნიკოლშოუს“ კონცერტი.

პროექტი „Check in Georgia”, რომელიც აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 3 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი „Maroon 5”. „Check in Georgia“-ს ფარგლებში, 18 ივნისს, ქუთაისში ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე