არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის 2 მოქალაქე დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 17.06.2016
ნანახია: 1532

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-ს. მგზავრი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის კუთვნილ ხელბარგში 61,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4290,82 ლარი.

ანალოგიური კანონდარღვევა გამოვლინდა 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 94,87 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4581,26 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4290,82ლარისა და 4581,26 ლარის ოდენობით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე