სომხეთის მოქალაქეს 3,46 გრამი „მარიხუანა“ აღმოუჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 17.06.2016
ნანახია: 1437

ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანას“ შემოტანის მცდელობა აღკვეთეს მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ა.ჰ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად,  მათ 3,46 გრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს სადახლოს გაყოფილებას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე