„Shaping Identity” ახალგაზრდა თანამედროვე ქართველი ხელოვანების გამოფენა კიევში

საქართველო, თბილისი - 17:25 | 17.06.2016
ნანახია: 1853

16 ივნისს, საერთაშორისო  ხელოვნების ფესტივალის Kyiv Art Week-ის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის  ორგანიზებით,  განხორციელდა პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა".

წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების და ფოტოგრაფების ქართული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები.  პროექტში მონაწილეობენ: ანა ჩადუნელი, ლევან მინდიაშვილი, გიო სუმბაძე, ნინო ზირაქიშვილი, გიორგი ტაბატაძე, დავით მესხი, თამარ მჭედლიშვილი.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მოწვეული პროფესორი ჩარლზ მერევეზერი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა რიაბოშენკო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი ლიკა მამაცაშვილი. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე