ფარული კადრები - ამ წუთებში ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:38 | 17.06.2016
ნანახია: 1849

ამ წუთებში ორგანიზაცია "ამბრელას" წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორტმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. როგორც ფეიქრიშვილმა კურიერთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მის სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან.

ლუკა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს უკავშირდება. 

ლუკა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველები მისი პირადი კომპიუტერის პროკურატურაში წაღებას აპირებენ. მისივე თქმით, პროკურატურაში ისიც უნდა გამოცხადდეს, თუმცა რა სტატუსით მისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

"სასაცილოა ჩემი სახლის გაჩხრეკა, რადგან ჩხრეკა იქ არ მიმდინარეობს, სადაც საჭიროა", - განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე