ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 17.06.2016
ნანახია: 1506

ანაკლიის პოლიციის უფროსმა პაპუნა დიდიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დიდიშვილი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი დღეს 23 წლის ახალგაზრდა ქალს შეეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა ჯერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, სალომე აქირთავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე