მოწმე მაგდა პაპიძის საქმეზე: მკვლელობის დღეს ოთარ ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 17.06.2016
ნანახია: 2261

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე მოწმემ განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს ოთარ ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მოწმემ, რომელიც ოთარ ბერძენიშვილის დის ქმარია, აღნიშნა, რომ მკვლელობის ღამეს ოთარ ბერძენიშვილმა მას დაურეკა და მისვლა სთხოვა. 
,,ჩავედი ოთარის სახლთან. მითხრა, რომ მეგობარმა დაურეკა და თუ შემეძლო, ქვედა უბანში მასთან ერთად ჩასვლა. შემდეგ შეგვხვდა ''ლუკოილის'' გამყიდველი და დარაჯი. კორპუსთან რომ გავჩერდით, მათ გვითხრეს, რომ მამა-შვილია დაღუპულიო. შემდეგ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და დაგვხვდა სასწრაფოს და პატრულის მანქანა და გვამები. როცა მივედით შემთხვევის ადგილზე. ჩამოვედით მანქანიდან, ამ დროს ოთარი მანქანასთან იდგა, შემდეგ მე მანქანაში ჩავჯექი. ოთარიც ჩამიჯდა მანქანაში. მთხოვა ტელეფონზე დამარეკინეო, რადგან ანგარიშზე არ ჰქონდა. ვისთან და რაზე ილაპარაკა არ გამიგია, იმიტომ, რომ მანქანიდან გადავიდა. ციოდა და მე შუშები აწეული მქონდა'', - აღნიშნა მოწმემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე