აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ობამას ასადის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 17.06.2016
ნანახია: 1499

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ათობით თანამშრომელმა ხელისუფლებას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ საომარი  მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

შიდაუწყებრივ კონფიდენციალურ დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტის 51 საშუალო და მაღალი რანგის ჩინოვნიკი აწერს ხელს. დოკუმენტის ავტორები ვაშინგტონს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაიწყოს ”მიზანმიმართული სამხედრო დარტყმები” სირიის მთავრობის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის გამო.

დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ აშშ კარგავს პოტენციურ მოკავშირეებს სირიელ სუნიტებს შორის ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინ როდესაც ასადის რეჟიმი სირიაში რელიგიური უმრავლესობის -სუნიტების დაბომბვას აგრძელებს.

15 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიაში ცეხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მოსააოდნელი საფრთხის შესახებ განაცხადა.

”ცხადია, რომ სირიაში დაზავების რეჟიმი საფრთხის ქვეშაა. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასადი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ჩვენ ასევე მზად ვართ პასუხი ვაგებინოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა ქმედებები ძალადობისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ჩაშლისკენ იყო მიმართული”, - აღნიშნა ჯონ კერიმ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე