ბრილიანტებით გაწყობილი ავტომობილის საბურავები 600 ათას დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 16.06.2016
ნანახია: 1640

დუბაის კომპანია Z Tyres-მა ოთხი საბურავისგან შემდგარი კომპლექტი 600 ათას დოლარად გაყიდა. საბურავები 999-სინჯის ოქროთი და ბრილიანტებით იყო გაწყობილი.

მწარმოებლის ინფორმაციით, საბურავები გინესების რეკორდების წიგნში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საბურავების სახელით შევიდა. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გადაირიცხა Zenises-ის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც დაკავებულია საგანმათლებლო პროგრამით განვითარებად ქვეყნებში. მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება.

კომპლექტის შექმნაში მონაწილეობდა ინდური საუველირო ფირმა Joaillier Privé და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაღალი დონის სპეციალისტები. რომლებიც მანამდე აბუ-დაბის საპრეზიდენტო სასახლის ინტერიერზე მუშაობდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე