ზურაბ წერეთლის კოლუმბის 80-მეტრიანი ქანდაკება პუერტო-რიკოში დაიდგა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 16.06.2016
ნანახია: 2198

ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი ქრისტოფორე კოლუმბის 81,7-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება პუერტო-რიკოში დაიდგა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სკულპტურის ოფიციალური სახელწოდებაა ”ახალი სამყაროს დაბადება” და ის ორჯერ მაღალია რიო-დე-ჟანეიროს ქრისტესა  (38 მ) და ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებებზე (პედესტალის გარეშე მისი სიმაღლე 33 მეტრს შეადგენს). წერეთლის ახალი ქმნილება 6,5 ტონას იწონის.

ახალი მონუმენტი პუერტო-რიკოს ჩრდილოეთ ნაწილში ზუსტად იმ ადგილზე დაიდგა, რომელსაც კოლუმბის ხომალდი 1492 წელს მიადგა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე