მყვინთავებმა 2 წლის ბიჭუნას ცხედარს მიაკვლიეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 16.06.2016
ნანახია: 1482

ამერიკის ქალაქ ორლანდოში Walt Disney World-ის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში მყვინთავებმა 2 წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გასართობი პარკის ტერიტორიაზე ორი დღის წინ ალიგატორმა ტბაში ორი წლის ბავშვი შეათრია. ბიჭუნას მამა მის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ოლქის შერიფის განცხადებით, ბავშვი წყალში დაიხრჩო. მისივე თქმით, მყვინთავებმა ცხედარს  წყალში ორი მეტრის სიღრმეში მიაგნეს.

გასართობი კომპლექსის ხემლმძღვანელმა ჯორჯ კალორგიდისმა მწუხარება გამოთქვა მომხადრის გამო და ბავშვის ახლობლებს მიუსამძირა.

 ”განდაგურებულები ვართ ტრაგიკული ინციდენტის გამო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ამ ძმიმე დღეებში ოჯახს დავეხმაროთ. Disney -ის ყველა თანმაშრომლის სახელით სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ახლობლებს”, -ნათქვამია კალორგიდისის განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე