ტყიბულში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:38 | 16.06.2016
ნანახია: 1443

ტყიბულში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. ინციდენტი მკვლელობაში ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მან მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. თუმცა შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე